COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა


ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, „მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ 54-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ არ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სპეციფიკური საშიშროება და სერიოზული გვერდითი რეაქციებიც იშვიათია. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს დასკვნით, 30 000 ადამიანზე ჩატარებული კლინიკური ცდის მიხედვით, ვაქცინა 94,1 პროცენტით ეფექტიანია.

ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს შორის არის სიცხე, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. კომპანია „მოდერნა“ 2010 წელს დაარსდა და მას ამ დრომდე არ გააჩნია FDA-ის  მიერ დამტკიცებული პროდუქტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან