ეკა ბესელიას ინიციატივა

17.02.2020 01:51

ახალ კანონპროექტზე მუშაობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის შეცვლა უნდა უზრუნველყოს. მან დღეს კანონპროექტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო და ანალოგიურ შეხვედრას პოლიტიკურ პარტიებთანაც გეგმავს. ეკა ბესელიას ინიციატივას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, მთავარია ინიციატივა კანონის დახვეწას ემსახურებოდეს და არა პოლიტიკური ქულების ჩაწერას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: