საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

11.01.2019 01:02

თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. დედაქალაქის მთავარ სპორტულ ცენტრში საუკეთესოები დღეს 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 65კგ-ში პირველობა არავის დაუთმო ედემი ბოლქვაძემ, რომელმაც ფინალში გორელი სპორტსმენი, ამირან ვახტანგიშვილი დაამარცხა. 79 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა, რომელმაც ფინალში დიდი უპირატესობით, ტარიელ გაფრინდაშვილი დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში გუშინ დაიწყო და 13 იანვარს დასრულდება. ფინალური ორთაბრძოლების ხილვა ჭიდაობის მოყვარულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეუძლიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: