ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება კავშირი ბუნებასთან გაიმართა. პროექტში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოეწყო ეკო-საგანმანათლებლო ტური, ბავშვებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრაქტიკულად შეასრულეს ველზე რეინჯერის, ფერმერისა და ბუნებრივი სპეციალისტების როლი. ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვით თემატიკაზე ლექციებიც ჩატარდა, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირების შესახებ, ასევე არსებული ბიომრავალფეროვნებისა და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ. პროექტი შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის დაფინანსებით, 3-ეტაპად ჩატარდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb