უკრაინა ომის საფრთხის წინაშე
უკრაინა ომის ზღვარზეა - საერთაშორისო საზოგადოების მთელი ძალისხმევა ახლა რუსული აგრესიის შეკავებისკენაა მიმართული. მოსკოვი უკრაინის საზღვრებთან ახალ სამხედრო შენაერთებს ამატებს - პროგნოზები მძიმეა. კრემლის მოქმედებების პასუხად, დასავლეთი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ცდილობს. ამერიკის სამხედრო დახმარების პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღებას ზრდის ნატო, ორგანიზაციის მოკავშირეებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ. მოლაპარაკებების უშედეგო რაუნდების შემდეგ, ვაშინგტონი უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის მოლოდინშია - სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებით, უკრაინას ტოვებენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრები. მსგავსი ნებართვა გაიცა საელჩოში დასაქმებულთა ნაწილზეც. მოსკოვი ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან საკუთარ ულტიმატუმებზე ისევ წერილობით პასუხს ითხოვს, თუმცა, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტაზე რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ნატო და აშშ კატეგორიულად გამორიცხავს. ამიტომ საფრთხე, რომ რუსეთი 2014 წლის სცენარს გაიმეორებს, ყოველდღე იზრდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინა „მუდმივი ომის“ საფრთხის წინაშე / VOL 2.0
VOL 2.0
ახალი ომი სამხრეთ ამერიკაში - ვენესუელა გაიანას ტერიტორიის 7...
VOL 2.0
№2 აკაკი ჯორჯაძე - შემთხვევით არაფერი არ ხდება, რაც ხდება მო...
PKTV. ' აკაკი ჯორჯაძე: შემთხვევით არაფერი ხდება, რაც ხდება,...
PK TV2
გიორგი ხელაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ბრიტანული არჩევნები / „ნორმანდიული ოთხეულის“...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster