სოფელ გრიგოლიშში სროლა, "ქართული ოცნების" წევრებს შორის, მიწის ნაკვეთზე დავას მოჰყვა

18.04.2019 01:50

ზუგდიდის სოფელ გრიგოლიშში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სროლა „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას მოჰყვა. ადგილობრივებს ბეჟან გვაზავასა და ალიკა ლაგვილაგავს შორის უთანხმოება წლებია გრძელდება, რაც სწორედ მიწის ნაკვეთს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით გრიგოლიშის ,,ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა ბეჟან გვაზავამ იმავე შტაბის კოორდინატორს ალიკა ლაგვილავას ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi

გაზიარება: