მესტიაში აეროპორტის ახალი ტერმინალი აშენდება


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის. ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან შიდა ფრენების სუბსიდირებაც ხდება. მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 18 პრეტენდენტი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესოდ კომპანია Green Studio - ს პროექტი დასახელდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან