უამინდობამ ფოთში პრობლემები შექმნა

27.11.2023 01:33

უამინდობამ პრობლემები შექმნა ფოთში. კოსტავას ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ნაწილი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია ავტომანქანები. სინოპტიკოსების ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 27 ნოემბერს დღის განმავლობაში 6-7-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში იქროლებს ძლიერი ქარი, დროგამოშვებით მოსალოდნელია უხვი ნალექი. შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი შენარჩუნდება სამი დღის განმავლობაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო