ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში უწყების 2019 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს


ეკონომიკის მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. გიორგი ქობულიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოუსმენენ, სადაც მინისტრი მისი უწყების 2019 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, სიღარიბის დაძლევა და საინვესტიციო გარემო, - საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ ამ საკითხებით დაინტერესდება. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი შეფასებები კრიტიკულია. დღევანდელ სხდომაზე, ხელისუფლების ოპონენტები, შეკითხვებს სავარაუდო კორუფციასა და ტენდერებთან დაკავშირებით დასვამენ. 


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან