"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
02/16/2017
• საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
• \"ადამიანის უფლებათა ცენტრი\" დეკანოზ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატის გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებისგან გაათავისუფლებას ითხოვს.
• მედიასაშუალებებით დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციას წარმოადგენს
• დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებს.
• დეკაზონ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე.
• გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გუშინდელი განცხადება მწვავე კრიტიკის საგანია ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის.
• რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს.
• მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 53-ე კონფერენცია დღეს გაიხსნება.
• ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის პირველი შეხვედრა შედგა.
• ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდა.
• თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით დღეს დაიკითხება. სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მამუკა ახვლედიანს მოსამართლის წინაშე 13:00 საათზე დაკითხავენ.
• პარლამენტი ფარული მოსმენის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას განაგრძობს. საკითხზე დღეს უმრავლესობის იურიდიულ საკითხთა კომიტეტეზე იმსჯელებენ.
• საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი არ განიხილება.
• საპარლამენტო უმცირესობაში ნდობის ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელიც გაზპრომთან ხელშეკრულების პირობებს დეტალურად გაეცნობა.
• შსს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა და დეპუტატმა ეკა ბესელიამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის საკითხი განიხილეს.
• საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დღეს მორიგ სხდომას გამართავენ, სადაც მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიციას მოისმენენ.
• ნატო შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნას გააძლიერებს.
• ევროპარლამენტმა ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრის პოსტისა და ევროპული არმიიის შექმნას გულისხმობს.
• ამერიკის შეერთებული შტატები არ გამორიცხავს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვის შემდეგ – ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.