მუსიკისა და დრამის თეატრმა წლის პირველი პრემიერა წარმოგვიდგინა

26.01.2019 03:38

თბილისური ვოდევილი - „შეყრა“ ასე ჰქვია ახალ სპექტაკლს, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრმა წარმოგვიდგინა. ახალი ქართული მიუზიკლი მე-19 საუკუნის დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესის „მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით შეიქმნა. მიუზიკლის ფაბულა ძველი თბილისის ცხოვრებიდან არის აღებული. პერსონაჟების მოქმედებას ძველ თბილისში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – მზის დაბნელება განაპირობებს. ისინი ცდილობენ ერთ დღეში შეიცვალონ, გახდნენ კეთილშობილნი და გადარჩნენ. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook -   / musicboxgeorgia   Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო