არჩილ ტატუნაშვილის საქმეში ბრალდებულებზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

14.09.2018 06:13

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინა. გადაწყვეტილებას აუცილებელ ნაბიჯად აფასებენ თბილისში. ქეთი ქარდავა განავრცობს თემას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: