ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის - შეფასებები


რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. ისინი საქართველოში რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღებას ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციისა და ევროპული ინტერესების ღალატად მიიჩნევენ. მათი განმარტებით, ოკუპანტი ქვეყნისგან პირდაპირი ფრენები უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის იმიჯზე, ისე კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თავად მმართველი გუნდი კი რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლების პოზიტიურ ეკონომიკურ გავლენაზე აკეთებს აქცენტს. შეგახსენებთ, რომ 19 მაისიდან მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს „აზიმუტ ეარლაინსი“ კვირაში 7-ჯერ შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოში ფრენის უფლება არცერთ სანქცირებულ ბიზნესოპერატორს არ ექნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან