ახალი მოთხოვნები პოლიკლინიკებისთვის


პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის განახლებული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  შემუშავებული კრიტერიუმები მოქალაქეების მოთხოვნაზეა ორიენტირებული და პირველადი სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულებებს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ვადა 2020 წლის აპრილის ბოლომდე აქვთ.

ახალი რეგულაციები თბილისს, ბათუმს და ქუთაისს შეეხება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან