შეხვედრები ლონდონში

14.06.2013

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ლონდონში ვიზიტის ფარგლებში თეატრალურ სასწავლებლებს, გოლდსმითის უნივერსიტეტსა და დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიას ეწვია. აკადემიაში შეხვედრა გაიმართა ტექნიკური ტრენინგის დირექტორ ნილ ფრეიზერთან და მეტყველების სპეციალისტ ვილი რიჩარდსონთან. მათ სტუმრებს სასწავლებლის შენობა, თეატრალური დარბაზები და სახელოსნოები დაათვალიერებინეს, ასევე გაუზიარეს გამოცდილება და მომავალ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. შედეგად თეატრალურ უნივერსიტეტსა და ამ უნივერსიტეტების სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის ურთიერთგაცვლითი და თანამშრომლობითი პროგრამების განხორციელება დაიგეგმა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: