ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა


ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მოჭიდავე იყო, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ის მეოცე საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა. ლევან თედიაშვილს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი.

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობა და ლევან თედიაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან