დიღმის ტყეში მოსახლეობა აქციას მართავს


დიღმის ტყეში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი საკრებულოს მიერ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მინიჭებას და კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილზე რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც მათთვის მიუღებელია და პროექტით საფრთხე ექმნება სახალხო სივრცეს და არსებულ ეკოსისტემას.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, ვაკის პარკის მსგავსად ტერიტორია გამოისყიდოს ან ადგილმონაცვლეობის მეთოდს მიმართოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან