სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - შეფასებები
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და პოლიტიკური თანამებრძოლები პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფი, რომელიც სამთვიანი პაუზის შემდეგ ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა. მედიკოსების დასკვნით, ყოფილ პრეზიდენტს პოსტ-ტრავმული აშლილობა კიდევ უფრო გაუმწვავდა და წონაში კლება დაიწყო, რადგან ცილოვანი საკვების მიღებაზე სწორედ პოსტ-ტრავმული სინდრომის გამო უარს ამბობს. მედიკოსები ფიქრობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია შეუძლებელია. მისი მდგომარეობა ექიმების მხრიდან ცილოვან შიმშილად ფასდება, თუმცა ამ შეფასებისგან რადიკალურად განსხვავებულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ბოლო მონიტორინგის შემდეგ ომბუდსმენი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციით მიმართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მთავრობის წევრების შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სამედიცინო ექსპერტები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დრამატიზებისათვის ოჯახ...
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 1 დეკემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 7 დეკემბერი, 2022 წელი
TV IMEDI