მიმართვა მერიას

03.04.2019 00:31

„ლეიბორისტული პარტია“ 11 აპრილს, ტაქსის მძღოლებთან ერთად, აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა. გიორგი გუგავას თქმით, ტაქსის მძღოლებისათვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს აქციის მონაწილეები მსვლელობით გააპროტესტებენ. მსვლელობა აღმაშენებლის ხეივნიდან დაიწყება. საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდება. ტაქსის მძღოლები ითხოვენ, მერიამ ავტომობილების თეთრად გადაღებვის რეგულაციის ამოქმედება გადაავადოს და მათ მგზავრის აყვანის უფლება ქალაქის ნებისმიერ წერტილში მისცეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: