ახმეტის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა


ახმეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ექვსი საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილს სხდომის გაგრძელების შესაძლებლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ არ მისცა.

მოსახლეობა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდის სამუშაოების საკითხის განხილვას ითხოვდა. სხდომაზე მოითხოვეს ხელისუფლებისგან ქმედითი ღონისძიებების გატარება, უშუალოდ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომუშავე კომპანია „არილისა“ და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საგზაო დეპარტამენტისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები თუშეთში იმყოფებიან და ახმეტაში მოსახლეობასთან შესახვედრად უკვე გამოემგზავრნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან