2 წლის ნანიკომ რბილი ქსოვილების სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა
06/03/2021
Medipol Healthcare Group-ის
მიერ
მედიპოლში წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ორი წლის ნანიკომ მოიგო ბრძოლა რბილი ქსოვილების სიმსივნის წინააღმდეგ.
რაბდომიოსარკომა არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც სხეულის რბილ ქსოვილებში, ჩვეულებრივ კუნთებში წარმოიშობა. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს თავისა და კისრის მიდამოზე, შარდის ბუშტზე, ვაგინაზე, ხელებზე, ფეხებზე, ან სხეულის სხვა ნაწილებზე. რაბდომიოსარკომის უჯრედები, როგორც წესი, სწრაფად იზრდებიან და შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელდნენ (მეტასტაზირდნენ).
რაბდომიოსარკომა არის ბავშვებში რბილი ქსოვილების კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა. მისი განვითარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მაგრამ სიხშირე მატულობს ადამიანის განვითარების ორ სხვადასხვა პერიოდში (შემთხვევათა უმეტესობა გვხვდება 2-დან 6 წლამდე ასაკის და 15-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში). ბიჭები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე გოგონები. მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ქიმიოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას და რადიოთერაპიას. ადრეული დიაგნოსტირებით და დროული მკურნალობით, ბავშვების უმეტესობა სრულყოფილად გამოჯანმრთელდება, მავნე შედეგების გარეშე.
ბავშვთა ასაკში ნემსით ასპირაციული ბიოფსია, შეიძლება არასაკმარისი იყოს თავისა და კისრის რეგიონიდან წარმოქმნილ სიმსივნეებზე დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ საჭიროა სექციურად უფრო ადეკვატური ქსოვილის ნაწილის ამოღება.
ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციაზე ჩაწერისთვის: [email protected]
#რბილიქსოვილებისსიმსივნე #მედიპოლი