"ღამის სერენადები" - დასკვნითი გალა-კონცერტი

05.09.2016 00:56

4 სექტემბერს, თბილისის ოპერის თეატრში ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა, რომელიც ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. ქართველ და უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობა მიიღო ასევე მსოფლიო კამერულმა ანსამბლმა "ვირტუოზები", რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა. სოლისტები: ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, სერგეი ბაბაიანი - ფორტეპიანო (აშშ), ვიქტორ ტრეტიაკოვი - ვიოლინო (რუსეთი), ნატალია ლიხოპოი - ვიოლინო (რუსეთი), აიმან მუსახაჯაევა - ვიოლინო (ყაზახეთი), ვლადიმერ ტარასოვი - დრამერი (ლიტვა); დირიჟორი – ლიანა ისაკაძე, ცეზარ ალვარესი (ესპანეთი). კონცერტებზე შესრულდა რახმანინოვის, ბახის, ჩაიკოვსკი-ცინცაძის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები. http://culture.gov.ge/

გაზიარება: