თელავის „სათნოების სახლს" სააღდგომო საჩუქრები გადასცეს

18.04.2014 01:34

თელავის „სათნოების სახლის" ბენეფიციარებს დღეს საჩუქრად სააღდგომო ნობათი გადასცეს. ღონისძიებაში მონაწილეობას „ახალგაზრდული ცენტრის" მოხალისეთა ჯგუფი იღებდა. ახალგაზრდებმა სოციალურად დაუცველ მოხუცებს, რომლებიც ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ, წითელი კვერცხები და პასკები დაურიგეს. თელავის „ახალგაზრდულ ცენტრში" გაერთიანებულები არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც მნიშვნელოვან თარიღებს მოხალისეობრივ საწყისებზე, სხვადასხვა, კონკრეტული სახის საქმიანობებით აღნიშნავენ. პროექტი „გაეროს ასოციაციი"-ს მიერ „იუესაიდი"-ს საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/PdjIXx

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო