„საია"-ს დისკუსია ბიუჯეტის საკითხებზე

29.01.2014 01:25

დღეს „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისისა და ცენტრის ინიციატივით, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მიზანი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, კერძოდ კი, თელავის მოსახლეობისთვის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის გაცნობა იყო. შეხვედრაზე ის ცვლილებები, პრიორიტეტები და ღონისძიებები მიმოიხილეს, რომელიც ბიუჯეტის მიხედვით განისაზღვრა. დისკუსიას ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სამსახურის, საბიუჯეტო კომისიის, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/LpePZZ

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო