ბელარუსი პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს მართავს

09/08/2022

რუსეთის მოკავშირე ბელარუსი ევროკავშირის საზღვართან დაუგეგმავ წვრთნებს მართავს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. წვრთნები ბელარუსის ჩრდილოეთით, ბრესტში ჩატარდება, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება.

8 სექტემბერს, თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ წვრთნების ფარგლებში სამხედროები „მტრის მიერ დროებით მიტაცებული ტერიტორიების გათავისუფლების“ ოპერაციებს ჩაატარებენ.
#ამერიკისხმა

ვიდეოები „ამერიკის ხმა"-ისგან