აქცია-პერფორმანსი „თეთრ ხიდზე“


არასამთავრობო ორგანიზაციამ \"ევროპა ჩვენი სახლია\" ქუთაისში, თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა ხიდის დაზიანებულ ნაწილზე სტიკერები დააკრეს წარწერით \"სახიფათოა\". არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგილობრივი ხელისუფლება უპასუხისმგბლობასა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, რადგან მათი განცხადებით, ხიდი მოქალაქეებისთვის სახიფათოა და დღემდე ხელისუფლებას რაიმე ქმედითი ზომები მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას ქუთაისის მერია გამოეხმაურა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, მერია გამოძიების პროცესის დასრულებას ელოდება. ხიდზე მოქალაქეების გადაადგილება კი უსაფრთხოა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან