ცოცხალი ჯაჭვი თელავში

14.10.2013 01:32

თელაველებმა დვანში მიმდინარე მცოცავი ანექსია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. სტუდენტებმა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა თელავის ცენტრალურ მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. „არა მცოცავ ანექსიას", „ხელები შორს საქართველოსგან", „შეაჩერე ანექსია" - ამ ლოზუნგებით თელაველებმა დვანის მოსახლეობას თანადგომა გამოუხცადეს და რუსეთის აგრესიას კიდევ ერთხელ უთხრეს „არა". მსგავსი აქციები პარალელურად საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/18f314f

გაზიარება: