საია-ს მიმართვა პროკურატურას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებაში საია გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ითხოვს. საუბარია, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე. საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, ეროვნული კატეგორიის ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად საქმე გვაქვს არა კონკრეტულ ხარვეზებთან, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებასთან. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან სააგენტომ თვალი არ მიადევნა ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს. საპასუხო პოზიციისთვის, „მოამბე“ დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს. ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა რომ თუ გამოძიება დაიწყება, სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს უწყებასთან. რაც შეეხება ძეგლის დაზიანებას, იგი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე ეხება ხარვეზებს, რომელთა გამოსწორებაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საია-ს სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საიას მიმართვა პროკურატურასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საიას მიმართვა პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ახალი 6 | საია-ს მიმართვა | 06.12.12
GeoArchive
წულუკიანის მიმართვა არასამთავრობოებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა სიმონიშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ ციხის ვიდეოჩანაწერ...
რადიო თავისუფლება
საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster