მაია ხაჯიშვილი აჭარის განათლების მინისტრად დაინიშნა

03.06.2019 01:13

აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა. მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს წარადგინა. ამ დრომდე ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან განათლების სამინისტროში იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, ასევე, ამავე უწყებაში შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: