ინციდენტი ჩოხატაურში

17.09.2022 01:07

ინციდენტი ჩოხატაურში - „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის ოფისზე გაკრული ბანერი ჩამოხიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის, საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში განათავსა, თუმცა მოგვიანებით წაშალა. ინციდენტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის წევრებმა სამართალდამცავებს მიმართეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: