MH17-ის საქმეზე ეჭვმიტანილები დაასახელეს


აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მალაიზიური ავიალაინერის ჩამოგდების საქმეში პირველი ეჭვმიტანილები გაჩნდნენ. ხუთი ქვეყნისგან შემდგარმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა ოთხი ეჭვმიტანილი გამოავლინა, რომელთაც რუსეთიდან კონფლიქტის ზონაში ბუკის სარაკეტო სისტემის შეტანაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ოთხი ეჭვმიტანილიდან სამი რუსეთის, ერთი უკრაინის მოქალაქეა.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი რეისი 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის რეგიონში ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემიდან გაშვებული ჭურვით  ჩამოაგდეს.

ბელგიის, მალაიზიის, ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრალიის მიერ ერთობლივად ჩატარებული უპრეცედენტო გამოძიების დეტალები სალომე თორაძის რეპორტაჟში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან