ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16.07.2015 01:33

6 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - "ინოვაციური ტექნოლოგიები, განათლება და რეგიონალური განვითარება" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მოდერაციას უწევდა "ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო ფრაქციის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ხეჩინაშვილი. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა - გიორგი ღავთაძემ; "ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო ფრაქციის წევრმა - თემურ მაისურაძემ; იმერეთის გუბერნატორმა - გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა - შოთა მურღულიამ. სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და ევროპელი პროფესორების პრეზენტაცია-მოხსენებები. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია პროექტზე - "ინოვაციური ტექნოლოგიები, განათლება და რეგიონალური განვითარება". შეხვედროს დასასრულს ჩატარდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორების მასტერკლასები ჯანდაცვაში. 06.06.2015 წყარო: http://rionitv.com/

გაზიარება: