ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

07/16/2015

6 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - \"ინოვაციური ტექნოლოგიები, განათლება და რეგიონალური განვითარება\" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მოდერაციას უწევდა \"ეროვნული ფორუმის\" საპარლამენტო ფრაქციის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ხეჩინაშვილი.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა - გიორგი ღავთაძემ; \"ეროვნული ფორუმის\" საპარლამენტო ფრაქციის წევრმა - თემურ მაისურაძემ; იმერეთის გუბერნატორმა - გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა - შოთა მურღულიამ.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და ევროპელი პროფესორების პრეზენტაცია-მოხსენებები. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია პროექტზე - \"ინოვაციური ტექნოლოგიები, განათლება და რეგიონალური განვითარება\". შეხვედროს დასასრულს ჩატარდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორების მასტერკლასები ჯანდაცვაში.
06.06.2015

წყარო: http://rionitv.com/

ვიდეოები „ეროვნული ფორუმი"-ისგან