საქსტატის მონაცემები

18.08.2023

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 %-ით შემცირდა და 16.7 % შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ამასთან დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 49 ათასი კაცით, 917 ათასს ადამიანამდე, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 9 ათასით, 410 ათასს ადამიანამდე. ამავე სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 2.5 %-ით არის შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაზრდილია 0.2 %-ით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: