ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა

2 კვირის წინ

84 წლის ასაკში მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. ვახტანგ კიკაბიძე 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია („შეხვედრა მთაში“), ბენჟამენ ღლონტი („არ დაიდარდო“, 1968), გიორგი მიქელაძე („მე, გამომძიებელი“, 1971), პავლე („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვალიკო მიზანდარი („მიმინო“, 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი („იცოცხლე გენაცვალე“, 1981), და სხვ. იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „იცოცხლე გენაცვალე“ (1981), „მამაკაცები და სხვები“(1985); საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969), სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978). 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან