ტრამპი აშშ-ის ტერიტორიაზე „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ითხოვს

03.08.2020 04:15

კორონავირუსის წარმოშობაა ერთ-ერთი მთავარი თემა, რის გამოც ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაპირისპირება მწვავდება. აშშ-ის და ჩინეთის უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ახალგაზრდებისთვის კარგად ნაცნობი და მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელი „ტიკ-ტოკი“ ხდება. დონალდ ტრამპი ერთი შეხედვით უწყინარი და გასართობი ჩინური ვიდეოქსელის აკრძალვას აპირებს. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, „ტიკ-ტოკის“ მომხმარებლები არასათანადოდ არიან დაცულები და შესაძლოა აშშ-ის მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემები მეტოქე სახელმწიფოს, ანუ ჩინეთის ხელში აღმოჩნდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: