აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13 ოპერატორი დილიდან გაფიცულია. ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ რამდნიმე დღის წინ განაცხადეს. ოპერატორებს პრეტენზიები ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ ასრულებენ ოპერატორისა და მემონტაჟის ფუნქციას, თუმცა ანაზღაურება აქვთ ერთი პოზიციის.
ოპერატორები ირწმუნებიან, რომ ანაზღაურება ტელევიზიაში უსამართლოდ არის განაწილებული, რაზეც პრეტენზიას ერთი წელია გამოთქვამენ. მათივე ცნობით, გაფიცვას კავშირი არ აქვს სამეთვალყურეო საბჭოს დღევანდელ სხდომასთან, რომელზეც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელონ. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
იმპიჩმენტის საკითხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა ორმა დეპუტატმა დააყენა. უნდობლობის გამოსაცხადებლად ბორდის ხუთი წევრიდან, სამის თანხმობაა საჭირო. აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ნათია კაპანაძე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.