„ომეგა ჯგუფის” საქმე

03.10.2018 04:11

„ომეგა ჯგუფის“ საქმეში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს პრემიერი. ანალოგიური პოზიცია აქვთ მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც, რომლებმაც ოქუაშვილის მძიმე ბრალდებებზე კომენტარები მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს. მთავრობის წევრები გავრცელებულ ჩანაწერებს და ოქუაშვილის ბრალდებებს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ. მმართველი გუნდი „ომეგა ჯგუფს“ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გადახდისკენ მოუწოდებს. თუმცა, წლების განმავლობაში გადასახადების სახით დაგროვილი მილიონების გადახდის სქემა და რესტრუქტურიზაცია მხარეებს შორის დღემდე უთანხმოების თემად რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: