საქართველო-კორეის მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა


პარლამენტის თავმჯდომარე კორეის რესპუბლიკის ასამბლეაში მოქმედ საქართველო-კორეის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
დადებითად შეფასდა საპარლამენტო დონეზე მზარდი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნენსკრა ჰესის პროექტზე. აღინიშნა, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს საქართველო-კორეის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაში, რაც ასევე, გაზრდის საქართველოსადმი კორეული კომპანიების მხრიდან ინტერესს და ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პროცესს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან