საქართველო-ბელარუსი

07.10.2020 03:10

ხვალ ქართველი ქომაგები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს დისტანციურად უგულშემატკივრებენ. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის გამო საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო გუნდების მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის. „დინამო არენაზე“ შეხვედრა საღამოს რვა საათზე დაიწყება და მას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მატჩის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, რადგან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება, რაც ისტორიული შანსია.  ლევან ღუდუშაური გვერთვება პირდაპირ ეთერში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: