კომპანია „ფოლადიოლს“ შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ

09.11.2018 01:14

კომპანია „ფოლადიოლს“,  რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობით არის დაკავებული, თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ობიექტების დაცვის 20-მდე თანამშრომელი აცხადებს, რომ 5 თვეა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათივე მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 9 საათის ნაცვლად,  14 საათს მუშაობენ, თუმცა შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. კოპანის ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო