დავით გარეჯის საქმე


პროკურატურამ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დავით გარეჯის საქმეზე დამატებით გამოკითხა. ინფორმაცია ამის შესახებ ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს თავად დაუდასტურა. როგორც ცნობილია, პირველი ჩვენება ბიზნესმენმა გამოძიებას რამდენიმე კვირის წინ მისცა, რაც ტოპოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის მოპოვებისა და ქართული მხარისთვის გადაცემის დეტალებს უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული მასალების საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ ძიება, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემისკენ მიმართულ ქმედების მუხლით დაიწყო. საქმეზე სადემარკაციო კომისიის ორი წევრი - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი არიან დაკავებულები, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან