27/04/2016

27.04.2016 00:38

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის სასაფლაომდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 1 და 2 მაისს, ავტობუსები სასაფლაოს მიმართულებით ქალაქის ხუთი ლოკაციიდან იმოძრავებენ: #1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან10:00 სთ- დან 16:30 სთ - მდე; ქუთაისის მოედანზე მდებარე ავტობუსების გაჩერებიდან 09:00 სთ-დან 17:40 სთ-მდე; მე-19 მიკრორაიონში, სუპერმარკეტ ,,მადაგონის’’ მიმდებარე ტერიტორიიდან 09:30 სთ-დან 18:10 სთ-მდე, მე-12 მიკრორაიონში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 09:45 სთ-დან 16:30 სთ-მდე; ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის ‪#‎10ა‬ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტობუსების გაჩერებიდან 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაომდე მგზავრებს უფასოდ 29 და 30 აპრილსაც გადაიყვანს. ავტობუსები მე-12 მიკრორაიონში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 09:00 სთ-დან 16:30 სთ-მდე იმოძრავებენ.

გაზიარება: