მუცოს რეაბილიტაცია
მუცო - ჩვენი სიამაყე, უნიკალური ციხე-ქალაქი, რომელსაც ოდითგანვე უწოდებდნენ ხევსურეთისა და საქართველოს დარაჯს, ნახევარ საუკუნეზე მეტია განახლებას ელოდება და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მუცოს რეაბილიტაციას ვიწყებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუცოში სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და მუცოში მცხოვრები ერთადერთი ოჯახის უფროსს გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნუგზარ დაიაურს განუმარტა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ციხე-სახლებს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე ჩაუტარდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ძეგლი ინტენსიურად ინგრეოდა და საქართველოს ძეგლთა შორის ყველაზე კრიტიკული მდგომარეობით გამოირჩეოდა, თუმცა ხელისუფლებამ მუცოს რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრები გამონახა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მუცოს რეაბილიტაცია 1080p h264
Levan Adamia
ფრაგმენტი სიუჟეტიდან (მუცოს რეაბილიტაცია)
Khevsureti Ge
ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაცია
TV IMEDI
ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაცია
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 30 ოქტომბერი, 2019 წელი
TV IMEDI
ძვირადღირებული ტურიზმი
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 21 მაისი, 2019 წელი
TV IMEDI
ხევსურეთში მუცოს ციხეკოშკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
TV IMEDI