შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

29.12.2021 07:22

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან უკვე მეხუთე პარლამენტის თავმჯდომარე - დღეიდან შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ახალი სპიკერია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მმართველ გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა, დღეს 88 ხმით აირჩიეს. პაპუაშვილს მხარი დაუჭირა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმაც, მის წინააღმდეგ ტაბლოზე მხოლოდ ერთი ხმა დაფიქსირდა. დარბაზში დღესაც ცარიელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სკამები. კენჭისყრას წინ კითხვები უძღოდა. ოპოზიციის ნაწილმა მომავალ თავმჯდომარეს ხისტი განცხადებები გაახსენა და დაინტერესდა, იქნება თუ არა ის ყველას თავმჯდომარე და ნეიტრალური არბიტრი. ქვეყნის უკვე მეორე პირი პირობას დებს, რომ ახალ თანამდებობაზე ოპოზიციის ჩართულობის გარანტი იქნება. წინამორბედის მსგავსად, შალვა პაპუაშვილსაც პარლამენტის თავმჯდომარეობა რთულ პერიოდში მოუწევს - გაზრდილი პოლარიზაციის, პრეზიდენტის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო ბოიკოტის და სადავო რეფორმების ფონზე.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
02:29

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა / სადავო კანონპროექტის განხილვა #LIVE
01:02:30

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა / სადავო კანო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
01:06:36

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიე...

Parliament of Georgia

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
15:03

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

TV IMEDI

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
15:41

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში
02:31

ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მეათე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე დღეში რიგით მესამე სპიკერი უნდა აირჩიოს
04:45

მეათე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე დღეში რიგით მესამე სპიკ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჩვენმა ოთხმა წევრმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო - იაგო ხვიჩია
07:41

ჩვენმა ოთხმა წევრმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო - იაგ...

Girchi • გირჩი

ყველა ვიდეო