კოლორადოს და მეინის შტატები ტრამპის წინააღმდეგ

29.12.2023 05:06

კაპიტოლიუმში სამი წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა დონალდ ტრამპს უკვე ორ შტატში შეუქმნა პრობლემა. კოლორადოს შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს პირველად არჩევნებში კენჭისყრის უფლებას მეინის შტატიც არ აძლევს. ტრამპის გუნდი კიდევ ერთი სამართლებრივი დავისთვის ემზადება. კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი და მისი გარემოცვა მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილების მიღმა დემოკრატების გავლენას და პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. 2021 წლის იანვრის მოვლენების გამო საარჩევნო შეზღუდვები ექს-პრეზიდენტს სხვა შტატებშიც შეექმნა, ზოგიერთი შტატის უმაღლესმა ინსტანციამ კი აკრძალვები გააუქმა. საბოლოო გადაწყვეტილებები ამერიკის უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოაცხადოს.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო