ეპიდვითარება და ვაქცინაციის მაჩვენებელი


ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღე უარესდება.

სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის განახლებიდან მეხუთე დღეს მარტო თბილისში კორონავირუსის შემთხვევების გამო 30-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა. ბავშვების ინფიცირების გამო ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა არაერთი კლასი. ინფიცირებულთა დღევანდელმა რაოდენობამ 2 700-ს მიაღწია, რაც წინა კვირების მაჩვენებლებს მკვეთრად აღემატება. მარტო ბოლო ერთ კვირაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5 000-ით არის გაზრდილი. ამ ფონზე სულ უფრო იკლებს ვაქცინაციაზე მიმართვის მაჩვენებელი. მობილური ჯგუფები სოფლებში, ფინანსური წახალისება ოჯახის ექიმებისთვის და იმუნიზაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვა - სახელმწიფო მეხუთე ტალღის სიმძიმის პრევენციას ვაქცინაციის დაჩქარებით ცდილობს. ექიმების აქტიური მოწოდებების მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე სფეროსთვის აცრის სავალდებულო წესის დანერგვას არ ჩქარობს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან