ნიკა მელიას განცხადება


ირაკლი კობახიძის ერთ სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობა“.  ნიკა მელიამ ის რუსეთზე მუშაობაში დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: „კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში - უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს, უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს! მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი“.

მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვას უპასუხა ირაკლი კობახიძემაც. 


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან