მე მიყვარს... -- ხატია სულაბერიძე (ავტორი: ნანა მეფარიშვილი)
https://www.facebook.com/XatiaSulaber... მე მიყვარს ღმერთი, საქართველო, მზე და აისი, მიყვარს ყოველი, რაც ფეთქავს და რაიც სულდგმულობს, მიყვარს თვეები: აპრილი და სველი მაისი, კაცი ალალი, ახოვანი, უშნო, უგულო. მე მიყვარს ჩვილის საოცარი ყელის სურნელი, მადლით მოსილი, ღვთისნიერი, კეთილი ბერი, მიყვარს ჭკვიანი, გონიერი, მიყვარს სულელი, მიყვარს მოყვასი, უცნობი თუ ნაცნობი მტერი. მე მიყვარს დედა, დაკოჟრილი გლეხის ხელები, მიყვარს შვილები, მონათება მათი თვალების, შემოდგომაზე აღრეული ათასი ფერი, და მზერა მიყვარს, სიყვარულით სავსე ქალების. მიყვარს და ვეტრფი მამა--პაპის განვლილ ნაბიჯებს, მიყვარს მთის ქედზე ავარდნილი ბღავილი ხარის, ღმერთმა შეუნდოს, ვინც გადახსნილ გულზე მაბიჯებს.. მიყვარს დილის მზე, და საღამოს ავსება მთვარის. მიყვარს სიცოცხლე, სიყვარულით გულის ფანცქალი, მიყვარს თითებში შენახული ნაცნობი სითბო, მიყვარს ხილული, უხილავი, მადლი რაც არი, ვინც კეთილ საქმეს აკეთებს და არაფერს ითხოვს. მიყვარს რითმებით სიყვარულის ახსნა და მღერა, მონანულ კაცთა გადმოღვრილი მიყვარს ცრემლები, მიყვარს, უძილო ღამეებში ლექსების წერა, მხრებზე იმედად მოხვეული მძიმე ხელები. მიყვარს ტაძრებში დანთებული სანთლების ალი, და ის ბილიკი, ცოდვილი რომ კარებთან მიყავს, მიყვარს გრძონებით დამთბარი და ერთგული ქალი, კაცის თვალები, ნამდვილი და მართალი მიყვარს. ერი და ბერი, დიდ--პატარა, ქალი თუ ბავშვი, მიყვარს ყოველი, რაც სულდგმულობს და რაც ხმიანობს, მიყვარს და ვიცი, ამ სიყვარულს ვერავინ წაშლის, ღმერთის ხატებავ, შენ მიყვარხარ ა დ ა მ ი ა ნ ო.! ნანა მეფარიშვილი
Xatia Sulaberidze-ის სხვა ვიდეოები
ხატია სულაბერიძე (ოდესიდან) - დედაო, მაგ თასით, ერ...
ხატია სულაბერიძე - მსოფლიოს ! ( ბექა კოლხიტაშვილი)
ხატია სულაბერიძე - თუ ეს ცხოვრება არის თამაში
ავტორი: გიორგი მამაცაშვილი -- კითხულობს: ხატია სულ...
02:05
xatia sulaberidze - nana meparishvilis leqsi mesro...
00:45
რუსთაველის თეატრის მსახიობს ედმონდ მინაშვილს - გურ...
01:09
მირიან გორგილაძე
მსგავსი ვიდეოები
მხილება 35. (რას ნიშნავს წარწერა -- მე გული საქართველო)
დავით თორდია
ბუ - გზა / bu - gza
ბ უ
რუსულის გაკვეთილი 42. ზმნები Готовить, ставить, есть, пить დ...
Учим русский язык с Тинатин
'მე მამაჩემის შვილი ვარ და მერაბისავით მიყვარს ადამიანები',...
PK TV2
ბუ - უსასრულობის წამი / bu - usasrulobis tsami
ბ უ
Sofo Kutaladze - Mtvare /სოფო კუტალაძე - მთვარე [Acoustic Ve...
Georgian Paradise
პირველი ქართული ვლოგი , უიქენდი ვროცლავში | პოლონეთში ცხოვრე...
Natalia Kharabadze
Sf-x - ისე გადავეჩვიე ft. Kriss (Prod. HaruTune)
Zaza Nozadze