ინციდენტი თბილისში


ინციდენტი თბილისში - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან, იოსებიძის ქუჩაზე მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ცუცქირიძე საარჩევნო შტაბიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ნიღბიანი პირები იოსებიძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლაშა ცუცქირიძეს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული, ის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან